
კოალიცია „ევრაზიული არჩევანი — საქართველოს“ ლიდერის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ქართველმა ხალხმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი ევრაზიულ კავშირსა და დასავლეთს შორის:
„ინფორიმირებული არჩევანის გასაკეთებლად ქართველ ხალხს სჭირდება ინფორმაცია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეებს ენთუზიაზმის გარდა, არაფერი აქვთ, ჩვენი მოწინააღმდეგეები კი ძლიერები არიან არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ დასავლეთის მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. საქართველოს სწრაფვა ევრაზიული კავშირისკენ ხელს არ უშლის ევროპისკენ სწრაფვას, მით უმეტეს, რომ დასავლეთის კარი, ნატო–ს ჩათვლით, საქართველოსთვის არავის გაუღია და ორი დღის წინ ეს დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტმა.
ქართული პროდუქცია ემბარგოს დროსაც კი ყველაზე მეტად სწორედ ევრაზიულ ბაზარზე იყიდებოდა. რესურსების თვალსაზრისით, საქართველოსთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა რუსეთია. ევრზიულ სივრცეში არსებობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევანია და არა იდეოლოგიური კაპრიზი“ - განაცხადა ჭყოიძემ სიტყვით გამოსვლისას.