-
2014-03-28 16:09
უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებს მოუწოდებს, ქვეყნის ყველა რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვონ.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,იტარ-ტასი“ ავრცელებს. გარდა ამისა, იანუკოვიჩი სთავაზობს ხალხს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმი ჩატარდეს.
მისი რწმენით, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც გახდის სტაბილურს პოლიტიკური ვითარებას ქვეყანაში და შეუნარჩუნებს სუვერენიტეტს და მთლიანობას უკრაინას: ,,როგორც პრეზიდენტი, რომელიც თქვენთან არის მთელი სულითა და გულით, მოვუწოდებ უკრაინის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს – ნუ მისცემთ თქვენი გამოყენების საშუალებას თვითმარქვიებს,“– განაცხადა იანუკოვიჩმა.
ამასთან, იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მოხდა ,,სახელმწიფოს შეიარაღებული გადატრიალება ოპოზიციის შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფების მიერ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ხელშეწყობით“.