-
2014-03-28 09:07
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზიდან არ გადაუხვევს.
პეტრიაშვილის განცხადებით, იგი მზადაა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუზიაროს ის წარმატება, რასაც საქართველომ დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მიაღწია, თუმცა იგი ვერ ითანამშრომლებს ექს-პრეზიდენტთან, რომელსაც გამოძიების შეკითხვებზე პასუხების გაცემისა ეშინია.
სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მას სააკაშვილის საქციელმა ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“ გაახსენა ფრაზა - „ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ როდის გასკდებოდი ის არ ვიცოდი“.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტექსტი და ვიდეომასალა