-
2014-03-28 08:55
10 საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების კითხვებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის ყოფილი ვიცე–მერი მამუკა ახვლედიანი, რომელიც მსგავს ქმედებებს ზეწოლად აფასებს:
„რასაკვირველია, გამოძიების შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი მრავალსაათიანი ყოფნა ამ უწყებაში: ეს არის უამრავი ადამიანის დაბარება და ზეწოლა მათზე. ეს ისახავს მიზნად „ნაციონალური მოძრაობაზე“ ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ“, – განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა.
მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26