
ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ იმ პროცედურებს, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს დაკითხვაზე მოწმის არგამოცხადების შემთხვევაში, პროკურატურა, სავარაუდოდ, არ მიმართავს.
„ერთადერთი ის დარჩა, რომ მიშა სააკაშვილს „ფეისბუქით“ დაკითხვა შესთავაზონ... საქმე ის გახლავთ, რომ კანონმდებლობაში ცალსახადაა გაწერილი, რა უნდა მოიმოქმედონ სამართალდამცველებმა იმ შემთხვევაში, თუ მოწმე არ ცხადდება დაკითხვაზე, მაგრამ სავარაუდოდ, პროკურატურა ამ ზომებს არ მიმართავს“, – აცხადებს ექსპერტი.