
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის უარს ეხმიანება და აცხადებს, რომ რცხვენია, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იყო.
„როცა საკუთარ ხალხთანაც არა გაქვს იმის შნო და უნარი და თავი, რომ გამოხვიდე და თქვა, პასუხი, მაშინ არცა ხარ ღირსი, რომ იმ ქვეყანაში ჩახვიდე.
და რომ საათობით შეგიძლია ლანძღო და თათხო ის ადამიანები, ვის გვერდითაც იბრძოდი და ის ოჯახი, მართლაც მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა წელი იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი“, – აცხადებს საგანელიძე.