-
2014-03-24 04:22
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ოდესაში, ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილასაა გადაღებული. ფლეშმობში ორკესტრი ევროკავშირის ჰიმნს ასრულებს.
ორკესტრმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შეასრულა, რომელიც კომპოზიტორმა ჰიმნად შექმნა ფრიდრიხ შილერის ლირიკული პოემის ”სიხარულის ოდას” მიხედვით.
იგი ევროპულ ჰიმნად აღიარებულ იქნა 1972 წელს ევროპის საბჭოს მიერ ჰერბერტ ფონ კარაიანის ოფიციალური საორკესტრო არანჟირებით.
ევროკავშირის ენებს შორის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ჰიმნს ოფიციალური ტექსტი არა აქვს და მაშასადამე არ იმღერება.
ჰიმნის შესრულებას ოდესელები ოვაციებითა და შეძახილით "ბრავო!" შეხვდნენ.