-
2014-03-24 02:27
ტვ "იმედის" გადაცემაში "პანორამა" ვრცელი სიუჟეტი გავიდა ჯავახეთში არსებულ მდგომარეობაზე. სიუჟეტში ჩაჯდა ინტერვიუების სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, კარგად ცნობილ ვაჰაგან ჩახალიანთანაც.
შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი წინა ხელისუფლების დროს იარაღის უკანონო ტარებისა და მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობებისა და ხულიგნობისთვის იხდიდა სასჯელს, ახალმა ხელისუფლებამ კი პოლიტპატიმრის სტატუსით, ვადაზე ადრე გაათავისუფლა.
ჩახალიანი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მეტი ყურადღება სჭირდება და სომეხი მოსახლეობის ლეგიტიმური მოთხოვნები სეპარატიზმად არ უნდა აღიქმებოდეს. ჩახალიანი რეგიონის ინტეგრაციისთვის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და ახალ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლას ურჩევს, მათ შორის, სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
,,რისთვის სჭირდებათ ეს? პირველი ეს არის გარანტია, რომ ინტეგრაცია ასიმილაცია არ იქნება, რომ ქართული ენის განვითარება არ ნიშნავს სომხური ენის დაკარგვას. ასეც უნდა იყოს. როგორც ჩვენ ვხვდებით, ისე თქვენც უნდა მიხვდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ქართული ენა, მხოლოდ არა სომხური ენის ხარჯზე.“
სომხური ენისთვის სტატუსი მინიჭებას წლებია ითხოვენ სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს წევრები განმარტავენ, რომ ამ პრობლების სეპარატისტულ ჭრილში განხილვა მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს.