-
2014-03-23 14:33
ბათუმში დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან „ქართულ ოცნებაში“ გადასული მამული ჟღენტი. ინფორმაციას benewsbatumi.com ავრცელებს.
პორტალი წერს, რომ მამული ჟღენტი თბილისში, ანიტკორუფიულ სააგენტოს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, დაკითხეს და სემდეგ დააკავეს.
გამოძიება ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის მუშაობაზე მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან „ქართულ ოცნებაში“ გადასული კიდევ ორი წევრი, ბესო ჭოხონელიძე და გენადი თებიძე, benewsbatumi-ს ცნობით, ამჟამად მიმალვაში არიან.
პორტალის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას "ფეისბუქზე" რამდენიმე ბათუმელი გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მამული ჟღენტი "ნაციონალი" არ ყოფილა და "ოცნებაში" კონსერვატორებიდან მოხვდა. მათივე თქმით, ის დაკავებული არ არის და სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. რაც შეეხება ბესო ჭოხონელიძესა და გენადი თებიძეს, ისინი დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ და, შესაბამისად, არც მიმალულები არიან.