დაკითხვაზე სააკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით კარლ ბილდტმა ივანიშვილის პირობა გაიხსენა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ რევანშს ევროპაში მომავალი არა აქვს.

 

ამასთან, კარლ ბილდტმა 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი ვიზიტი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინდელ პრემიერმინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური რევანში საქართველოში არ იქნებოდა.

 

„როდესაც ბოლოს თბილისში ვიყავი და ბატონ ივანიშვილს შევხვდი, შევთანხმდით, რომ რევანშის პოლიტიკა დასრულდებოდა, რადგან ასეთი პოლიტიკა ძალიან საშიშია საქართველოსთვის. ასეთი პოლიტიკა საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას და ძირს გამოუთხრის მის განვითარებას“, - განაცხადა კარლ ბილდტმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, კარლ ბილდტს ინტერვიუ რადიო „თავისუფლებამ“ ჩამოართვა:

 

„შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა ჰკითხა, აგრეთვე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ახალი ტიმოშენკო გახდეს (უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, როგორც ცნობილია, პატიმრობაში იმყოფება).

 

პასუხად ბილდტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, უარესიც“ მოხდეს.

 

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ბილდტმა.

 

„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე. ეს მოსაზრება მან გამოთქვა ბრიუსელში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, 2013 წლის 5 ნოემბერს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !