-
2014-03-23 11:00
სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები 20 აპრილამდე დარჩება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
წმინდა მამის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს. ამდენად, პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამების ტაძარში, წმინდა ნაწილები 23 მარტის შემდეგაც დარჩება, როგორც ეს ადრე იყო განსაზღვრული.
ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული ბეთანიელი წმინდა მამების შესახებაც. ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღდგომამდე იქნება დასვენებული.
დიდმარხვის ბოლოს, პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ.