-
2014-03-23 10:59
ბარაკ ობამას ექვსდღიანი საზღვარგარეთული ტურნე, რომელიც ორშაბათს დაიწყება და ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს, ყველაზე მოცულობითი იქნება მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.
ვიზიტი ორშაბათს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, ჰააგით იწყება. სამიტამდე ობამა ნიდერნადების ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ამერიკული პრესა წერს, რუსეთის გამოკლებით „დიდი რვიანის“ ლიდერები სამიტის მიმდინარეობის ფარგლებში ერთმანეთს არაოფიციალურ გარემოში შეხვდებიან, რათა მოსკოვის მიერ უკრაინის ანექსიის საწინააღმდეგო ნაბიჯებზე მოილაპარაკონ.
პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის ტანაშემწემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობათა მთლიანად გადახედვას გამოიწვევს
ბარაკ ობამას ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გეგმავს სეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა, ასევე დაგეგმილია შეხვედრები იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან.
ობამა უკრაინის კრიზისს არამარტო ჰააგაში, შემდეგ დღეებში, ბრიუსელსა და რომშიც განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტი ოთხშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა. ასევე დაგეგმილია, რომ ის მიმართვით წარსდგება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
ამის სემდეგ ობამა იტალიაში ჩავა და რომში შეხვდება იტალიის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, ხოლო ხუთშაბათს რომის პაპთან მისი აუდიენციაა დაგეგმილი.