ბოკერია სააკაშვილის დაკითხვაზე: ნაბიჯი, რომელიც იანუკოვიჩთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს საქართველოს აღარ სჭირდება

Image

,,მე ვერაფერს გეტყვით, სააკაშვილის ნაცვლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი და სიმბოლო, რომელიც იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან დაახლოებს საქართველოს არაფერში აღარ სჭირდება,"-ამ კომენტარით უპასუხა გიგა ბოკერიამ ,,მოამბის" შეკითხვას გამოცხადდება თუ არა სააკაშვილის პროკურატურაში 27 მარტს.

 

ბოკერია, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი მკვეთრად ჰგავს იანუკოვიჩის იმ ნაბიჯებს, რომელსაც ის არჩევნებში მშვიდობიანი გზით გამარჯვების შემდეგ დგამდა.

 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის აზრით, ეს პოლიტიკური დევნა, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებს, დააზარალებს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ასევე ზიანს მოუტანს საშინაო პოლიტიკაშიც.

 

,,მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი, საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში ყველა პარტნიორი საქართველოსი, ყველა ევროპისა და უსაფრთხოების გულშემატკივარი,  ფიქრობს იმაზე, ,როგორ უპასუხოს რუსეთის აგრესიას ჩვენს რეგიონში , რომელიც პირდაპირ საფრთხეს გვიქმნის და პრეზიდენტი საკაშვილიც აქ ამ ფორმუზე ამით იყო დაკავებული,  ჩვენი მთავრობა აგრძელებს და თვისობრივად კიდევ ახალ ეტაპზე გადაჰყავს პოლიტიკური დევნა ოპონენტების.

 

 ის რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის დაბარება არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთან რაღაც სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება კი არ ხდება, რომ ვიღაც დამნაშავე გამოიკვეთოს , არამედ არიან იდენტიფიცირებული ფიგურები და პრეზიდენტი სააკაშვილი თავიდან იყო დეკლარირებული, როგორც ასეთი ფიგურა, რომლის გარშემოც მერე კერავენ საქმეს.

 

ახდენენ ფაბრიკაციას საქმეების, შემდეგ დაკვეთას პროკურატურისადმი და შემდეგ ზეწოლას სასამართლოზე.

ეს არის ძალიან სახიფათო გზა. ეს არის გზა, რომელსაც იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს გზა ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ქვეყნის ევროპული ინრტეგრაცია ეს გრძელი გზა არის. ასოცირების ხელშეკრულება ეს არის ერთი ნაბიჯი ამ გზაზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული კარგა ხნით ადრე, ამ ხელისუფლების მოსვლამდე და შეიძლება ეს სრულდებოდეს უბრალოდ, მაგრამ ამ გზაზე ასეთი ნაბიჯები იქცევა ძალიან დიდ ბარიერად საქართველოში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,"- აცხადებს გიგა ბოკერია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !