
პროკურატურის მიერ დღეს გახმიანებულ თემებზე საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობას ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში უკვე აანონსებდნენ.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხშირად იმეორებდა, რომ შესაძლოა, გამოძიებას კითხვები ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილთან. ამასვე იმეორებდნენ თეა წულუკიანი, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი და კოალიციის სხვა სახეები.
მაგალითად, 2013 წლის 22 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს:
„არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება. რა თქმა უნდა, კითხვები მის მიმართ არსებობს და რომ ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, სიცრუე იქნება. თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრიციხეშია, თავდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი ციხეშია, მეორე ყოფილი მინისტრი კისაფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი დევნაშია, ქალაქის მერის წინააღმდეგსამი საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, კითხვები პრეზიდენტთანაც არსებობს.
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს ამის საფუძველი და არის კიდევ უამრავი საქმე, იგივე 26 მაისს განვითარებული მოვლენები - ხალხია დაკარგული და მკვდარი. თქვენ გგონიათ, ეს პრეზიდენტმა არ იცოდა?!
რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, არავითარი სურვილი არ გამაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი დაიკითხოს ან ციხეში მოხვდეს, ეს არაა კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ არსებობს პროკურატურა და სასამართლო და მათ საქმეებში ვერ ჩავერევით", - აღნიშნა პრემიერმა.