
მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიბარა.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა რამდენიმე საკითხზეა დაგეგმილი. დასახელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საკითხზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხი.