
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები სწორედ მაშინ შემოაგდებენ ხოლმე კადრებს, როცა სამართლებრივად შანსი აღარა აქვთ.
ამის დასადასტურებლად უტიაშვილი გახმაურებულ, რეზონანსულ და დღემდე გამოუძიებელ საქმეებს იხსენებს:
„გავიხსენოთ ამ მთავრობის მიერ ადრე გამოგდებული კადრების და დოკუმენტების ისტორიაც:
1. რაფალიანცის კადრები - გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს
2. ჯიჰადის ვიდეო - გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს
3. ვანოს და ორი გვამის კადრები - გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს
4. სამეგრელოს კასრები - კადრებზე ასახული მოძალადეებიდან უმეტესობა საპროცესოთი გამოუშვეს
5.კეზერაშვილის მილიონები - საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა
6." შოკისმომგვრელი სიმართლე იმედთან დაკავშირებულ გარიგებაზე" - გამოძიება არ დაწყებულა.
დასკვნა: კადრებს მაშინ აგდებენ, როდესაც ხვდებიან, რომ სამართლებრივად შანსი არა აქვთ“