
2014 წლის 14 მარტს მოსკოვში „რუსეთის ქართველთა კავშირისა“ და „ჯავახკის“ რუსეთის დიასპორის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ასევე შეთანხმებების მიღწევა „რუსეთის ქართველთა კავშირისა“ და „ჯავახკის“ რუსეთის დიასპორის“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მისი დასრულების შემდეგ მხარეებს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.