ზოდელავა: „არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს სეიფში იარაღი იპოვონ, ოღონდ, ჯერ, ალბათ, „იუთუბზე“ განთავსდება“

Image

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ „პოზიციაში“ განაცხადა, რომ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობის დადასტურება პროკურატურის მხრიდან ნიშნავს, რომ ეს მასალები კონფიდენციალური აღარ არის.

 

მისი განცხადებით, ამ საქმეში პროკურატურის ხელი ურევია: „ხომ ლოგიკურია, რომ ამ მასალების გავრცელებაში პროკურატურის ხელი ურევია, ანუ იმის, ვისაც ხელი მიუწვდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხომ არ მიუწვდება ხელი გამოძიების მასალებზე?“, - კითხულობს მურთაზ ზოდელავა.

 

„გამოდის, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაცული მასალები ვიღაცამ აიღო, ამოიდო იღლიაში, მშვიდად წავიდა და განათავსა „იუთუბზე“. რა ლოგიკაა ეს, არ მესმის. და ამას თვითონ ადასტურებენ, როცა ამბობენ, რომ გავრცელებული ფოტოები ავთენტურია“, - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

 

მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „ეს მასალები კონფიდენციალური აღარაა, ის გახდა დერეფანი, სადაც ვისაც მოუნდება, გაივლის“.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, არც იმას გამორიცხავს, რომ მისი სეიფიდან იარაღი ამოიღონ და განაცხადონ, რომ იპოვეს:

 

„მაგრამ ალბათ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჯერ ვინმე განათავსებს იარაღის ფოტოებს „იუთუბზე“. მერე დაადასტურებენ, ავთენტურიაო“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !