
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში გაზის რეალიზების 30 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს უახლოეს 5 წელიწადში.
ხოლო ევროპის ქვეყნებიდან შესული გაზის ხარჯზე უახლოეს მომავალში უკრაინა შეძლებს რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვას უარი.
ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში კარლოს პასკალმა განაცხადა. პასკალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დახმარების გარეშე დამატებით 12 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიზიდვას.
სწორედ ამიტომ, პასკალი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინას რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში დაეხმარება, თუმცა ეს საკითხი მსჯელობას ექვემდებარება.