რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი სენატორ ჯონ მაკკეინს ურჩევს არ გამორიცხოს „შვებულება ციმბირში“.
მაკკეინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენატორს რუსეთის მიერ გატარებული სანქციების გამო გული სწყდება, რადგან ვერ მოახერხებს შვებულების ციმბირში გატარებას, დიმიტრი როგოზინი ტვიტერზე ეხმაურება სიტყვებით: Well, Jonnie, never say never! (კარგი, ჯონი, არასაოდეს თქვა არასოდეს)