
უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც სევასტოპოლში, ადმირალ ნახიმოვის სახელობის საზღვაო ძალების აკადემიაში უკრაინის დროშის საზეიმო დაშვებისა და რუსეთის დროში აღმართვის ფონზე კურსანტების რეაქცია ჩანს.
„შავი დღე აკადემიაში“, - ასე დაასათაურეს „იუთუბზე“ ვიდეო. მასზე აღბეჭდილია უკრაინის სახელმწიფო და სამხედრო-საზღვაო ძალების დროშის დაშვების ბოლოს კურსანტების ტრადიციული შეძახილი: „დიდება უკრაინას!“-„დიდება გმირებს!“, ასევე, როგორ აღიმართა ფლაგშტოკებზე რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო-საზღვაო ძალების დროშები სრული სიჩუმის ფონზე.