-
2014-03-20 18:42
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში უპასუხა „პირველი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ინტერნეტით გავრცელებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების შესახებ მისი კომენტარით დაინტერესდა.
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე შეკითხვა თავადაც დასვა:
"ჩემ გარდა, რატომ არავინ ლაპარაკობს საერთაშორისო არხებზე? მე აღარ ვარ თანამდებობის პირი.
სად არის საქართველოს პრემიერი?
ჩრდილოვანი პრეზიდენტი?
მე უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, რომ საქართველო საფრთხეშია?
მე უნდა ვლაპარაკობდე ოკუპაციაზე?
2008 წელზე?
მათი სამშობლო არ არის?
მე უნდა დავდიოდე და ვაკაკუნებდე ყველა კარზე?
ამ სიტუაციაში რითი არიან დაკავებულები?
ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ მთავრობას არ ვეხები. მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ, დაანებონ თავი ინტრიგებს, მითუმეტეს, ბინძურ ინტრიგებს..
მით უმეტეს, იმ ადგილზე, სადაც შავ ოთახში არ არსებობს შავი კატა და მართლა არ არსებობს და თუ რამის გამოძიება უნდათ, ყველაფერი გამოძიებულია, მაგრამ ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები და ინტერნეტით ნუ ომობენ ამაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.