გვარამია: როგორც ყველა ხელისუფლება, წინას ჩათვლით, მედიის საქმიანობაში ჩარევას ცუდად დაამთავრებთ

Image

„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რეიტინგების მთვლელი კომპანია „თი ვი ემ არ საქართველო“-ს მიერ საქმიანობის შეჩერებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ.

 

„დღეს მივიღეთ მდგომარეობა, როცა არ გვაქვს ვალიდური რეიტინგები და ამის გამო ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგება სარეკლამო დროის გაყიდვის საკითხი, შესაბამისად ტელეკომპანიებს შეექმნებათ ფინანსური პრობლემები. ფინანსური პრობლემა არ შეექმნებათ მხოლოდ იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც დააფინანსებენ - ვინ არიან ის დამფინანსებლები, ვიცით ძალიან კარგად.

 

შეგიძლიათ იხილოთ ის ტელეკომპანიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს მიმართვას და, პირდაპირ ვიტყვი, ესენი არიან „იმედი“ და „კავკასია“ და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩართული არიან ხელისუფლების ბინძურ თამაშში. მადლობა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომელიც სარეკლამო შემოსავლებით არსებობს და იბრძვის სხვა ტელეკომპანიებისა და მედიასაშუალებების მხარდამხარ რომ იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი მედია. როგორც ჩანს, სხვა ტელეკომპანიების ინტერესებშია, რომელი ჰაკიმ ფაშა გამოაგდებს ვიდეოებს...

 

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დარჩა ერთადერთ თანამდებობის პირად, ვისთვის მიმართვასაც აზრი აქვს: მეგობრებო! დღეს თქვენ გადადგით ნაბიჯი დიქტატურისკენ, თქვენ მარხავთ მედიას საქართველოში. ეს არ ჩაივლის უკვალოდ და მოგიწევთ მძიმე ფასის გადახდა, ისევე, როგორც მოუწია ყველა წარსულ ხელისუფლებას, წინას ჩათვლით. ეს ურემი ძალიან მალე გადაბრუნდება და ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა მოგიწევთ“, - ამბობს ნიკა გვარამია და ამატებს, რომ ზეწოლის მოლოდინშია:

 

„ველოდებით სარეკლამო კომპანიებზე ზეწოლასაც. ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, შესაძლოა, სწორედ „რუსთავი-2“-ის საკითხს და არა ტელეკომპანია „იმედის“ გასხვისების საკითხს უკავშირდებოდეს, რადგან „იმედის“ გასხვისების დროს ოქრუაშვილი, საერთოდ, ქვეყანაში არ იმყოფებოდა“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?