-
2014-03-20 18:22
გიორგი, ხომ იცი, ხალხმა ხმა ბატონ ბიძინას მისცა! თუ ღირსება გაგაჩნია, უნდა გადადგე!-„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
როგორც ბათიაშვილმა ,,რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი იქნება და ის შეძლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ღირსეულ თანამშრომლობას.
„გიორგი, შენ ხომ ძალიან კარგად იცი, იმ ელეტორატიდან, ვისი მეშვეობითაც შენ გაიმარჯვე საპრეზიდებნტო არჩევნებში, არავის, გარდა შენი რამდენიმე ახლობლისა, შენთვის ხმა არ მოუცია. ამ ამორჩეველმა ხმა მისცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, გამომდინარე ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობიდან, უნდა გადადგე პრეზიდენტის თანამდებობიდან“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.