-
2014-03-20 17:39
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ფოტომასალის შინაარსის გადაფარვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული „პოლიტიკური ხრიკის“ გამოყენებით ცდილობს:
„მნიშვნელოვანია სამართლიანობისათვის არა ის, რომელი საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, არამედ ის, ეს ინფორმაცია სწორია თუ არ არის სწორი. ქვეყნის პრემიერმინისტრი მოკლულია თუ ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი. ამაზე არის აქცენტი გადასატანი და არა იმაზე, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ გამავრცელებელზე და არა შინაარსზე, მიანიშნებს იმას, რომ მომხდარია დიდი უბედურება, რომლის გადაფარვასაც ასეთი პოლიტიკური ხრიკის გამოყენებით ცდილობენ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.