
ყირიმის ნახევარკუნძულიდან როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შენაერთების გაყვანის თაობაზე უკრაინისა და რუსეთისთავდაცვის სამინისტოთა წარმომადგენლებმა გუშინ ღამით ტელეფონით ისაუბრეს.
როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ განაცხადა, „უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს ამომწურავი ზომები რათა რუსეთის ჯარებმა ყირიმი დატოვონ, ასევე უნდა მოამზადოს პირობები ყირიმში უკრაინის ჯარების დისლოკაციის შესაცვლელად“.
პარუბიის თქმით, ყირიმში დისლოცირებული უკრაინული ჯარები დროებით უნდა განლაგდნენ უკრაინის კონტინენტურ ნაწილში.