
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუდის ყოფილ მაღალჩინოსანზე გენერალ ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდა.
დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ ბრალდებულმა ერეკლე კოდუამ თავი აარიდა გამოძიებას და იგი მიმალვაში იმყოფება.
მათივე განცხადებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ერეკლე კოდუას პატიმრობა შეუფარდა. პროკურორების განცხადებით, განჩინების ჩაბარების შემდეგ ისინი ერკლე კოდუაზე ძებნას გამოაცხადებენ.