
"ჩემს ძმასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მექნება - ამას არ შევეკითხები არც ბიძინა ივანიშვილს და არ ვეკითხებოდი, არც მიხეილ სააკაშვილს", - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.
"ვანომ თავისი საქმიანობა 1997 წელს, ზურაბ ჟვანიას მოწვევით დაიწყო პარლამენტში და მას მერე სულ საგარეო ურთიერთობების კუთხით მუშაობს. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ არასდროს დავხმარებივარ, რადგან ყოველთვის იყო პრობლემა, რომ ის ჩემი ძმაა და მე მისი ძმა ვარ", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.