
,,არის რამდენიმე ჟურნალისტი და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი, რომელსაც არაპროპორციული ინტრესი აქვთ სააკაშვილისადმი. აი, მაგალითად რაღაცაზე ლაპარაკობ, მაგალითად ნიანგების გამრავლებაზე, მაგრამ ისინი გეტყვიან - ,,მაგრამ სააკაშვილი, ხო?!“
- კახა ბენდუქიძე ფიქრობს, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება და აგრუნის ირგვლივ შარშან დაწყებული საქმის განახლება საზოგადოების ნაწილის მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების პროპორციულია.
,,თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა- რა არის სანახაობა? აი, მაგალითად ბენდუქიძე, რომელიც ღორივით ქშინავს, ჩაიჯიბა ფული და ქრთამებით იხრჩობა და სუნთქვა აღარ შეუძლია, როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა ერთ დამპალ გაზეთში , ბევრი დამპალი გაზეთიდან ერთ-ერთში, ან კიდევ სახელმწიფო კანცელარიიდან როცა გამოუშვეს, ისეთი მსუქანი იყო, ვერ გამოეტია კარშიო და დემონტაჟი მოახდინესო.
ასეთ ადამიანზე ზეწოლა ვიღაცას გაახარებს. აი ნახეთ, რაღაც უქნეს.“- ამბობს ბენდუქიძე გადაცემა ,,არჩევანში“.