-
2014-03-19 00:11
,,ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ“,- ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ გადაცემა ,,არჩევანში“ განაცხადა.
ბენდუქიძე იმ მიზეზებზე საუბრობდა, რის გამოც შესაძლოა, ის დაკითხვაზე დაებარებინათ.
ბენდუქიძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია, დღევანდელი დაკითხვა, ერთი წლის წინ დაწყებული საქმის განახლება – თვითმართველობის არჩევნებთან იყოს კავშირში.
,,მათ ხომ არ იციან რომ არ ვაპირებ არჩევნებსი მონაწილეობას? ან ფიქრობენ, რომ ვაპირებ ჩემოდნებით ფულის მიტანას არჩევნებზე.
ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ.
მაგრამ მე რაჭველი ვარ და თუ გავბრაზდი, ბოლო-ბოლო მერე ნამეტანი ინერციულები ვართ ზვავივით. ვეღარ გავრჩევ სადაა სწორი გზა, სად არა, სადღაც ჩავექანები, მაგრამ ამ ჩაქანებისას, შეიძლება, ბევრი რამე დავამტვრიო,“- განაცხადა ბენდუქიძემ გადაცემა ,,არჩევანში“, "რუსთავი 2"-ზე.