ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკის დროში" (განახლებადი, მხოლოდ ციტატები)

Image

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო", თეა სიჭინავასთან ერთად.

 

ბიძინა ივანიშვილი:

 

ჟურნალისტების ტრენინგებზე

"მე მიმაჩნია, რომ მოყვარეს პირში უნდა უძრახო, ამიტომაც მე ვთვლი, რომ ყველგან ვამბობდი სიმართლეს ჟურნალისტებთან და ვცდილობდი, რაც არაკორექტული იყო, იქვე გამესწორებინა. რაც შეეხება კითხვას, მოვლენ თუ არა ტრენინგებზე ჟურნალისტები, როცა შიგნით გუნდში განვიხილავთ ამას, ორ უკიდურესობაში ვვარდებით: ერთი ნაწილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოვა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არავინაც არ მოვა. ვნახოთ, მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს".

 

სიტუაცია ქვეყნის შიგნით

 

"ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაცია - ქვეყანაში არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და უპასუხისმგებლო ოპოზიცია. რამეთუ "ნაციონალური მოძრაობა" ისახება დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალად, მათ ვეღარ მოახერხეს გარდაქმნილიყვნენ და უარი ეთქვათ სიცრუეზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის განცხადებები, თუ როგორ გამოთქვამენ ისინი აზრს და მე მათ გამონათქვამებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მათ ჰგონიათ, რომ ყვირილით და სიცრუით მოახერხებენ დამკვიდრებას, ეს ასე არ არის".

 

როგორ მუშაობს მთავრობა, პერსონალური დახასიათება

 

"ზოგადად, მთავრობა კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, არის გადაცდომები, ვინც აკეთებს, ის ცდება კიდეც, როგორ შეიძლება, ამხელა მთავრობა უშეცდომო იყოს. რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, ის არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში, ის გადის ისეთ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას აკლია გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა და ასე შემდეგ".

 

პრემიერმინისტრზე

 

"შემიძლია ვთქვა პრემიერმინისტრზე - ირაკლი არის ძალიან აქტიური, ჩემს თავს მაგონებს, ჩემზე უკეთესი პრემიერია, რადგან ჩემზე ენერგიულია, ასაკითაც მე 58 წლის ვარ, ძალიან მალე 60 წლის გავხდები და 31 წლის ირაკლი არის ჩემზე აქტიური, ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მაოცებს თავისი ნიჭიერებით".

 

ოთარ ფარცხალაძეზე

 

"ოთარ ფარცხალაძეს მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი, როგორც ვაჟკაცური ხასიათის ადამიანს. მე არ ვიცი, როგორ დაემართათ, რომ დანიშნეს და გამორჩათ - ქართული ხასიათის ამბავია, ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ ჩამრთველში ვრთავთ, არცერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას.

სხვათა შორის, ის არ იყო დანიშნული უკანონოდ, ადრეც უნდა მოეკითხათ, რა, ფინანსური პოლიციის უფროსი არ იყო თანამდებობა? მაგრამ ეს როგორც კი მოხდა, ფარცხალაძე მივიდა ირაკლისთან და გადადგომა ითხოვა. გუნდმა ერთხანს კიდევ უყურა და როცა ნახა, რომ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ირაკლიმ მიიღო გადაწყვეტილება".

 

სააკაშვილის აქტიურობაზე

 

"რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც აქტიურობდა და ახლაც აქტიურობს, ის ქართული ანდაზა მახსენდება, ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო, ამაზე მეტ ანალიზს ალბათ არ იმსახურებს, მაგისი აქტიურობა“.

 

უკრაინის მოვლენებზე

 

„მე პირადად და ქართველი ხალხი გვერდით დავუდგებით უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს. და ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით მომხდარიყო. ღმერთმა ნუ ქნას პროცესები რაიმე ექსკალაციებით გადაიფაროს. ჩვენ მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მოძმე უკრაინას".

 

უკრაინაზე, ყირიმზე

 

„ყირიმთან დაკაშირებით რუსეთი არაფერზე უკან არ დაიხევს და ყველანაირ რესურს გამოიყენებს რაც კი გააჩნია. თუ იქნება დიდი ზეწოლა, დიდი პასუხიც იქნება რუსეთისგნ. იმის იქით რუსეთს არა აქვს რესურსი, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმოქმედებს საერთაშორისო საზოგადოება და ევროპა, როგორ რესურსებს დახარჯავს. იქნება რესურსების ჭიდილი. თუ ევროპა და ამერიკა დახარჯავს იმაზე მეტ რესურსებს, რაც დაიხარჯა საქართველოს შემთხვევაში, მაშინ რუსეთის მადა გაჩერდება, ალბათ, ყირიმზე. ჩემი აზრით, ზომიერება იქნება დაცული. იმაზე მეტი იქნება, ვიდრე აფხაზეთში, მაგრამ იმდენი არა, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

17 მაისის ინციდენტზე

 

"17 მაისი არ იყო იმაზე უარესი, რაც მანამდე, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. არ ვიცი, რა იგულისხმება გაუარესებაში, ამ ხალხს ყოველთვის ცემდნენ და პოლიციამ მოახერხა ის, რომ ეს ხალხი გადაარჩინა ცემა-ტყეპას.

მაშინაც ირაკლიმ ივაჟკაცა, სხვათა შორის, ის პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას, მე მახსოვს, მთავრობის სხდომა მიმყავდა და ხან ირაკლის ვურეკავდი და უფრო იაკობთან (სავარაუდოდ, ქორეპისკოპოსი იაკობი, – რედ.) მქონდა კავშირი. ასე რომ, ეს მოხერხდა.

რაც შეეხება მასშტაბურობას, მასშტაბური იყო იმიტომ, რომ მათ ეხმარებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მაგრამ მომავალში, ალბათ, უფრო უკეთესად მოხერხდება ამ დაცვის ორგანიზება".

 

მარგველაშვილზე

 

"არაფერი არანორმალური აქ არ ხდება, მაგრამ მე უკეთესს ველოდი. პირველი ორი თვის განმავლობაში მე მქონდა პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან, იყო გაუგებრობა, ჩვენ გვქონდა ჩაჭიდებული პოლემიკა, მან გამოავლინა ბევრი ისეთი ხასიათის თვისება არჩევნების შემდეგ, რაც მოულოდნელი იყო.

მან პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით: რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, როცა მისი ძმა მიხეილ მაჭავარიანი არის ძველი პრეზიდენტის ფავორიტი. თანაც, მას ამძიმებდა ის, რომ როცა ჩვენ პარტიას ვქმნიდით, გიორგიმ მოიყვანა ჩვენთან მისი მეგობარი, რომელიც ჩვენი წევრი უნდა გამხდარიყო, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური, ქრთამის სახით  7 ათას  ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებთქო და ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ეს კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. 

გამოვიდა, რომ ის იქ მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეშინებინა, აი, იქ მივედიო".

 

პრეზიდენტის ავლაბრის ადმინისტრაციაზე

 


სანამ გიორგი კანდიდატი იყო, ყველაზე უარესი დამოკიდებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი ჰქონდა თავად მას ჰქონდა და იყო პრინციპული მოწინააღმდეგე. როცა მას დაუსვეს შეკითხვა, რატომ ხარ ასე აგრესიულიო, მან თქვა, როგორ შეიძლება მანდ გადასვლა, ეს არის გარყვნილების და უზნეობის სიმბოლოო, მაგრამ არჩევნების შემდეგ მას პრინციპულად განსხვავებული ხასიათი აღმოაჩნდა.

მე მახსოვს, სააკაშვილის მთავარი ოცნება იყო, რომ ეს სასახლე რამეფრად, არ დარჩენილიყო ფუნქციის გარეშე, მეუბნებოდა, რომ ფლიგელის მიშენებაც შეიძლებოდა მთავრობისთვის და ნახეთ ნაციონალების რეაქცია, მათ ეს ძალიანაც გაუხარდათ.

მე არ ვამბობ, რომ მას ვუკრძალავდით იქ შესვლას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მისი ხასიათი ასე მოკლე დროში კარდინალურად შეიცვალა. მას ძალიან ვაქებდი, ახლა სხვა მოსაზრებები გამოვთქვი, მაგრამ ვფიქრობ, ამას მარგინალიზება არ უნდა, თუმცა, მან ბევრი სიურპრიზი გვაჩვენა და მივიღე გარკვეული იმედგაცრუება".

 

 

რა გახდა ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი 

 

"დიახ, რასაკვირველია, ვეტოს დადების შესახებაც გვქონდა უთანხმოება და სხვა ბევრ რამეზეც, მე შევხვდი მას და ვუთხარი, რომ ვეტოს დადებას გაუგებრობა მოჰყვებოდა გუნდში და ამას ვერ გაუგებდნენ, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მას ეს არ აინტერესებს. მაშინ ვუთხარი, რომ ხალხიც ვერ გაიგებდა ამას და ამაზეც ლამაზი სიტყვებით მითხრა, რომ ესეც არ აინტერესებს... მერე რა მოხდა, მე არ ვიცი, მე არ ჩავრეულვარ, ეტყობა, მან თავად მოიფიქრა და მიხვდა, რომ პარლამენტი პირველივე მცდელობით დაძლევდა მის ვეტოს და გადაიფიქრა".

 

უჩა მამაცაშვილზე

 

"უჩა მამაცაშვილი ჩემი დეიდაშვილია და მე ჩემს ნათესავებში ყველაზე ძალიან მიყვარს. მისი დედა და დედაჩემი დები იტვნენ და დეიდაჩემი არის ჩემთვის პატიოსნების სიმბოლო, უჩაც არის უპატიოსნესი ადამიანი და თანაინვესტირების ფონდშია დასაქმებული, ის ძალიან ბევრს მუშაობს, მაგრამ ის რომ უჩა ბიზნესის წილშია და ვიღაცეებს აყაჩაღებს, ამაზე რა უნდა ვთქვა - ეს არის ის, რასაც ადრე ვამბობდი - ისინი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ და სიცრუით უნდათ, გავიდნენ ფონს, რაც არ გამოვა".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !