
რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევაჩეროთ რუსეთის „დიდი რვიანის“ წევრობა“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი განცხადებით, მსოფლიოს შვიდი ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრას, რუსეთის წარმომადგენლის გარეშე გამართავენ.