
იაპონია რუსეთის ფედერაციასთან ინვესტიციებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების თვალსაზრისით მოლაპარაკებებს წყვეტს.
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოსკოვმა ყირიმი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters იაპონიის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იაპონიის ხელისუფლება ყირიმში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს არ აღიარებს“, - განაცხადა იაპონიის სახელმწიფო მდივანმა იოშიჰიდე სუგამ.