-
2014-03-18 12:48
თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯეი კარნი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უახლოეს მომავალში არ მონახავს უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზებს.
კარნის განცხადებით, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირებზეც დააწესოს გარკვეული სანქციები.
„ჩვენ გადავწყვიტეთ მიმდინარე მოვლენების ადექვატური შეფასება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა გარკვეული სანქციები მაღალი რანგის თანამდებობის პირებზეც დაწესდეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებიც ამოქმედდება, თუ იგი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
როგორც დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ უფრო მასშტაბურ სანქციებს. ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02