-
2014-03-18 04:51
როგორც "ბათუმელები" იტყობინება, 17 მარტს, გვიან ღამით ბათუმიდან თბილისში, მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად 650 სტუდენტი და 30 პროფესორ–მასწავლებელი გაემგზავრა. გასვლის ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობაა.
როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, ხარჯები "ორბი ჯგუფმა" გაიღო, ხოლო მგზავრობის მსურველთა რეგისტრაცია 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მახათას მთის, სვეტიცხოვლის, გელათისა და ბაგრატის მოლოცვასაც აპირებენ.
ხვალ უნივერსიტეტში სასწავლო დღეა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტუდენტების გამგზავრება სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის. „იმხელა მადლი გადმოვა ჩვენზე, რომ ერთი დღის გაცდენით არაფერი დაშავდება“ - აღნიშნეს სტუდენტებმა.
მომზადებულია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" მიხედვით.