
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ყირიმის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
ბრძანებულებაში წერია, რომ ყირიმის დამოუკიდებლობა რუსეთმა 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით სცნო. ამასთან, რუსეთი სცნობს სევასტოპოლის განსაკუთრებულ სტატუსს "ყირიმის რესპუბლიკის" შემადგენლობაში. ბრძანებულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.