-
2014-03-17 19:31
ცნობილია იმ რუსი ჩინოვნიკების სია, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები გაატარა.
სიაში არიან: ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი, პრეზიდენტის დამხმარე ვლადისლავ სურკოვი, დუმის დეპუტატები: ელენა მიზულინა და ლეონიდ სლუცკი, ფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეი კლიშაცი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სანქციების გატარების ბრძანებას ხელი მოაწერა. სანქციების გატარება დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38