
არაოფიციალურად უკვე ცნობილი გახდა აშშ–სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების სია:
კაპიტალის, ინვესტიციების, რეიტინგების კრედიტების გაყინვა, ბუნებრივი აირის გაყიდვების ბლოკირება ევროპაში.
საზოგადოებას, ბიზნესმენებს, ჩინოვნიკებს მაქსიმალურად ეზღუდებათ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეკრძალებათ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა.
ამასთანავე, ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები რუსული წარმომავლობის მქონე პირებისადმი, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, მათ კაპიტალთან და ქონებასთან დაკავშირებით.
გაირკვევა თანხების მიზიდვის სქემები, როგორ მოხდა საკუთრების შეძენა, გაიყინება ყველა პრობლემური ანგარიში და საკუთრება 6-დან 12 თვემდე.
დაიწყება გამოძიება ყველა გახმაურებულ შენაძენზე რუსი ოლიგარქების მხრიდან, მათ შორის პროხოროვისა და აბრამოვიჩის საფეხბურთო კლუბებთან მიმართებაშიც.
აღსანიშნავია, რომ ეს სანქციები პატრიოტულ აქტის ეგიდითაა გათვალისწინებული, რომელიც ძალაში 2011 წლის 11 სექტემბრიდან შევიდა, ამ აქტის მთავარი პრინციპი კი ასეთია: „ვაპატიმრებთ ახლა, ვარკვევთ მოგვიანებით!“