
აშშ–ის საზღვაო ზალების სპეცრაზმმა ოპერაცია განახორციელა და კონტროლქვეშ აიყვანა ჩრდილოეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელმაც ლიბიელი აჯანყებულების მიერ კონტროლირებად პორტში ნავთობი აიღო.
პენტაგონის ცნობით, ლიბიისა და კვიპროსის ხელისუფლების თხოვნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს არავინ დაზარალებულა. ტანკერი სპეცრაზმმა კვიპროსის სამხრეთ–აღმოსავლეთით აიყვანა და ახლა ლიბიის ნაპირებისკენ მიემართება.
წინასწარი ინფორმაციით, „მორნინ გლორიზე“ 234 ათასი ბარელი ნავთობი იყო ჩატვირთული.