პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა

Image

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითური ფაქტების ჩადენის გამო კუდის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა:

 

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც შეპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად. მერაბ რობაქიძე დათანხმდა და მისი მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი "LEXUS GX 470" მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე, რითაც სარგებლობდნენ თვით ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. ხოლო მოგვიანებით, ა/მანქანა 20 000 აშშ დოლარად გაასხვისეს სხვა პირზე.

 

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან", შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომობილი.

 

ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც დაპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "LEXUS"-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე, რომლის თანხა თვითონ შეიტანა შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ანგარიშზე და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა ამხილა და წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

 

ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !