
უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო მადლობას უხდის ქართველ ხალხს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
ელჩი აღნიშნავს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი უკანონოა და რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის ინტერვენციას.
„დიდი მადლობა ქართველ ხალხს და მთავრობას მხარდაჭერისთვის, მადლობა, რომ თქვენ მხარს უჭერთ უკრაინის ერთანობასა და სუვერენიტეტს.
რუსეთი იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას და განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის ინტერვენციას.
რეფერენდუმი, რომელიც უკრაინაში ტარდება უკანონოა, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობას“, - ამბობს ვასილ ციბენკო.