-
2026-05-12 13:09
"ურსას" სოლისტის გიორგი ძოწენიძის მეუღლე, მია მაჩაბელი ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს, რომ პოპულარობა მისთვის უხერხულობას ქმნის. ამიტომაც აღარ უნდა ჟურნალისტობა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო.
"სხვათა შორის, მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი და ტელეჟურნალისტიკაზეც ამიტომ ჩავაბარე, მაგრამ როდესაც გიორგისთან შევქმენი ოჯახი და ვუყურებ გიორგის პოპულარობას, მივხვდი რომ ეს მე არ მინდა. მომწონს გიორგის პოპულარობა, მისი დამოკიდებულება აუდიტორიისადმი, მისი ურთიერთობები, მაგრამ მე ესეთი საჯარო პოპულარობა არ მინდა. მსურს, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ვიყო წარმატებული და პოპულარული." - მია მაჩაბელი