ნუცა ბუზალაძე ვენეციაში იმყოფება და მოგზაურობის კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
მომღერალი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქში, ვენეციაში მოგზაურობით ტკბება.
ქალაქის ისტორიული და ვიწრო ქუჩები, უნიკალური არქიტექტურა მის პოსტებში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ნათლად ჩანს, რომ მოგზაურობა მისთვის არა მხოლოდ დასვენება, არამედ ინსპირაციის წყაროცაა.
ნუცას გამოქვეყნებულ კადრებს გულშემატკივრებიც აქტიურად ეხმიანებიან და მას სასიამოვნო მოგზაურობას უსურვებენ.