ТСН-მა ყირიმის „აფხაზეთიზაციაზე“ სიუჟეტი მოამზადა

Image

უკრაინული ტელევიზიის ТСН-ის გადამღებმა ჯგუფმა, რომლებიც მასალაზე მუშაობის დროს დააკავეს და აფხაზეთიდან გამოაძევეს, ყირიმის აფხაზური სცენარით განვითარებაზე სიუჟეტი მოამზადა.

 

ТСН სიუჟეტში აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას აღწერს. 

 

ჟურნალისტის თქმით, მთელ აფხაზეთში ათამდე შუქნიშანია და მხოლოდ 3 ბანკომატი. აქედან 2 სოხუმშია, ხოლო ერთი გაგრაში, ამ ორ ქალაქ შორის მანძილი 80 კილომეტრია. ამ ბანკომატებიდან არ შეიძლება დღეში 100$-ზე მეტი გამოიტანო რუსულ რუბლებში. 

 

ერთადერთი მნიშვნელოვანი, რაც რუსული ფულით აფხაზეთში გაკეთდა, არის გზატკეცილი. ეს გზატკეცილი კი ქვეყანაში ერთადერთი გამართული გზაა და ის ერთმანეთთან, თითქმის, ყველა ქალაქს აკავშირებს. მათ შორის მოგზაურობა მხოლოდ ე.წ. მარშუტკებითაა შესაძლებელი ან ტაქსით. აფხაზეთის რკინიგზა სრულიად პარალიზებულია. 

 

რკინიგზის ხაზი „რუსეთის რკინიგზას“ ეკუთვნის, რომელთანაც 5 წლის წინ გაფორმდა ხელშეკრულება და მათ გაარემონტეს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი. ამის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომების გამო, მატარებლები საერთოდ არ დადიან. 

 

სოხუმის აეროპორტი სრულიად ცარიელია და ამ ობიექტთან დაცვაც არ დგას. 

 

მაღაზიებში მხოლოდ რუსული პროდუქცია იყიდება. ადგილობრივების თქმით, ადრე მაღაზიებში ქათმის კვერცხი მაინც იყო ადგილობრივი წარმოების, თუმცა პრდოუქტებზე ფასების ზრდის გამო, ესეც აღარაა. 

 

აფხაზები ვერც თავიანთ ქვეყანას ვერ ტოვებენ. ამისთვის ფულის გარდა, ვიზებია საჭირო. სოხუმში კი მხოლოდ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობაა.

 

აფხაზეთის ერთ დროს საუკეთესო სანატორიუმ „უკრაინას“ ახლა „მოსკოვი“ ჰქვია, ხოლო სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მდივნის აგარაკში ახლა „ეფ-ეს-ბე“ ბინადრობს. 

 

news.ge-ს მიხედვით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !