
გადაცემა „სიმღერის პრემიერის“ სტუმარი ალექსანდრე მრელაშვილი გახლდათ.
"შენით მიყვარდა საღამო" - ასე ჰქვია ალექსანდრეს ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, ტალღაზე - 97.1 შედგა.
მომღერალმა როგორც ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის პირველი მუსიკოსი ნიაზ დიასამიძეა და სიამოვნებით დაესწრებოდა მის კონცერტს.
მუსიკის ავტორი ნანა იამანიძეა, ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. რაც შეეხება არანჟს, ერეკლე დიდიასია.