
"გული გელოდა" - ასე ჰქვია გოგა მესხისა და ნანუკა ქარუხნიშვილის ერთობლივ პირველ ნამუშევარს.
სიმღერის პრემიერა რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, ტალღაზე - 97.1 შედგა.
გადაცემა „სიმღერის პრემიერის“ სტუმარი კი გოგა მესხი გახლდათ.
როგორც გოგამ ინტერვიუში აღნიშნა, სიმღერა და ტექსტი სოსო პავლიაშვილს ეკუთვნის, არანჟირება ზურა მახნიაშვილისაა, კლიპზე კი სერგო ეგოიანმა და ზურა ვასაძემ იმუშავეს.
ვიდეო კლიპის სატელევიზიო პრემიერა "რუსთავი 2" - ზე გადაცემა "გული მღერის" ეთერში შედგა.