
"ურსას" სოლისტი, გიორგი ძოწენიძე, სოციალურ ქსელში პატარა ანიტას დაბადების დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავს.
"დღეს ჩემი საყვარელი ანიტას დაბადების დღეა! ჩემო პატარა გოგო, შენ ხარ ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება და უსაზღვრო სიყვარული “ – წერს გიორგი და უსაყვარლესი შვილის ფოტოსაც აზიარებს.
გიორგის პოსტმა გულთბილი გამოხმაურება მალევე გამოიწვია. კომენტარებში უამრავი ადამიანი უერთდება მილოცვას და ანიტას ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.