
ნებისმიერი სახისა და სირთულის პროდუქტი შეგიძლიათ დაუკვეთოთ სარეკლამო კომპანია „IDEA STUDIO“-ს და მისი გამოცდილი თანამშრომლები ყოველთვის არიან მზად მომხმარებელს შესთავაზონ მაღალი ხარისხის ECO Safe პროდუქტი.
„IDEA STUDIO“ გთავაზობთ: ფართოფორმატიან, ოფსეტურ და ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის გარე რეკლამის დამზადებას, ყველანაირი პრომო აქსესუარის ბრენდირებას და გრაფიკული ან ანიმაციური დიზაინის შექმნას.
„ჩვენი გამოცდილება და თავდაუზოგავი შრომა უფლებას გვაძლევს, მივიღოთ ნებისმიერი ხასიათისა და სირთულის შეკვეთა და რაც მთავარია, მომხმარებელი, როგორც ყოველთვის კმაყოფილი დავტოვოთ“, - ამბობენ „IDEA STUDIO“-ში.
კომპანია „IDEA STUDIO“ უკვე 7 წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე და აწარმოებს ყველა იმ პროდუქციას, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას ცნობადობის ამაღლების მიზნით სჭირდება.
ეს არის მულტიფუნქციური საწარმო, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე მიმართულება. როგორიც არის - გარე რეკლამა, ინტერიერის რეკლამა, პოლიგრაფია და ბრენდირება ნებისმიერ პროდუქციაზე.
როგორც „IDEA STUDIO“ - ში ამბობენ, მათთან არის ისეთი ტიპის დანადგარები, როგორიცაა: სტანდარტული ციფრული, ოფსეტური, ლაზერული და ასევე, ფართო ფორმატიანი იუვი ბეჭდვის დანადგარები და შეუძლიათ მოემსახურონ, როგორც საცალო კლიენტებს, ასევე მსხვილ კომპანიებსაც. შეკვეთების რაოდენობაში მომხმარებელი შეზღუდული არ არის.
კომპანია ასევე მუშაობს ტექსტილის მიმართულებითაც.
„IDEA STUDIO“-ს ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც სარეკლამო სფეროში აქვთ მრავალ წლიანი გამოცდილება და ისინი ემსახურებიან 100-ზე მეტ კმაყოფილ კომპანიას.
„IDEA STUDIO“-ს აქვს სამი უპირატესობა, რაც უნდა ქონდეს სარეკლამო კომპანიას:
1. ხარისხი
2. უმოკლესი ვადა
3. პროფესიონალთა გუნდი
ასე რომ, მიიღეთ ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება “იდეა სტუდიო”-სგან.