
პირველ თებერვალს, ბათუმის მულტიფუნქციური სივრცის, G17-ის სცენა ნინო ჩხეიძეს უმასპინძლებს.
როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, პირველად ატარებს გრანდიოზულ სოლო კონცერტს.
,,მიხარია, რომ ჩემი სოლო კონცერტი შედგება ისეთ სივრცეში, როგორიცაა - G17, რადგან ის არის პირველი ამიერკავკასიაში თავისი განათებითა და ხმით. ჩემთან ერთად, მსმენელის წინაშე წარსდგება G17-ის ბენდი და არაჩვეულებრივ ქალაქურ საღამოს გპირდებით", - ამბობს მომღერალი.