-
2023-06-07 13:18
გადაცემა "ღამის პრაიმ ტაიმი" მაყურებელს ხშირად ანებივრებს სასიამოვნო მუსიკალური შოუ-პროგრამებით, ერთ-ერთი მსგავსი საღამო გუშინ რუსთავის 2-ის ეთერში შედგა.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რუსა მორჩილაძის იუბილესთან დაკავშირებით, გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა ნამდვილი მუსიკალური ზეიმი მოაწყო. გაცოცხლდა რუსას შემოქმედების ჰიტები, ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან:
ნინო ჩხეიძე, დუეტი ჯორჯია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, არჩილ სოლოღაშვილი და თიკა ფაცაციამ შეასრულეს კომპოზიტორის გამორჩეული ჰიტები.
გადაცემის ფინალურ ეპიზოდში კომპოზიტორმა კონცერტი საკუთარი სიმღერით დაასრულა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26